ირმა ნადირაშვილი – პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: ეს არის დასჯის ჩვეულებრივი მექანიზმი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ,,დასჯის მექანიზმს,, უწოდებს.

„ეს არის დასჯის ჩვეულებრივი  მექანიზმი. ჩვენ ვთვლით, რომ ამით არაფერი შეიცვლება და ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში სკამების დაკავებას“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ, პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები