“საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია”

epa04846467 Barded wire of the border between the Georgian breakaway region of South Ossetia and Georgia in the village of Khurvaleti, some 60 kms from Tbilisi, Georgia, 14 July 2015. According to media reports, protesters came out in protest against what they called 'creeping annexation' after Russia border guards allegedly altered border markings, encroaching on Georgian territory. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

“მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ის რამდენიმე საათის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს.

20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი უკანონოდ დააკავეს.უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ე.წ. აღკვეთის ღონისძიების სახით, მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ,,ცხელი ხაზით’’ კომუნიკაციის, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და სახელმწიფოს ხელთ არსებული ინსტრუმენტების აქტიური გამოყენების შედეგად, მ.წ. 22
დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები