გიორგი ამილახვარი: ინიციატივა – საქართველოს ჩამოყალიბება დისტანციური სწავლების ჰაბად, არასწორად იქნა გაშუქებული და აღქმული რიგი მედიასაშუალებების და დილეტანტების მიერ

ინიციატივა – საქართველოს ჩამოყალიბება დისტანციური სწავლების ჰაბად, არასწორად იქნა გაშუქებული და აღქმული რიგი მედიასაშუალებების და დილეტანტების მიერ, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სრული პოტენცილია აქვს იყოს რეგიონში საგანმანათლებლო ფლაგმანი.

“აღნიშნული იდეა გულისხმობს, იმას რისკენაც მიდის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ეს ნიშნავს, უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებისთვის ისეთი საკანონმდებლო ბაზის და სტანდარტების შექმნას, რომელიც მისცემს მათ საშუალებას შეიმუშავონ პროგრამები, რომლის სრულად განხორციელება შესაძლებელია დისტანციურად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და შესაბამისი მეთოდოლოგიით, რომლის შეთავაზებაც მოხდება მხოლოდ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლითაც მოხდება ქვეყნის განათლების სისტემის პრესტიჟის ზრდა, ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაფართოება და დამატებითი სახსრების მოზიდვა განათლების სექტორში. ეს იდეა საერთოდ გამორიცხავს ქართველი მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის აღნიშნული პროგრამების შეთავაზებას, რაც სრულად დისტანციურ სწავლებას გულისხმობს. ბუნებრივია ეპიდემიის დასრულებისთანავე, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაუბრუნდება ჩვეულ სწავლების მოდელს.

საქართველოს აქვს სრული პოტენცილია იყოს რეგიონში საგანმანათლებლო ფლაგმანი და გახდეს, არა მხოლოდ დისტანციური არამედ მთლიანად განათლების ჰაბი, რისი მთავარი მიზიდულობის ცენტრიც იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”, – გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები