სომხეთის ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომის ოთხი ვარიანტი დაასახელა – ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადაყენების ოთხი საკონსტიტუციო, სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, – განაცხადა ერევანში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, პარტია “დაშნაკუტცუნის” წარმომადგენელმა იშხან საგატელიანმა.

მისი თქმით, პირველი ვარიანტია – პრემიერი გადადგომის შესახებ თავად აცხადებს; მეორე – პარლამენტი რიგგარეშე სხდომას იწვევს და მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს; მესამე – გენერალური პროკურატურა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, და მეოთხეა – მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის 2/3 მოწვევით რიგგარეშე სხდომას იწვევს და გადადგომის საკითხს განიხილავს.

საგატელიანმა თქვა, რომ ოპოზიცია ოთხივე მიმართულებით იმუშავებს და პროვოკაციებს არ აჰყვება.

​22 დეკემბერი სომხეთის ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი აქციებისა და საერთოეროვნული გაფიცვის დღედ გამოაცხადა.

რაც შეეხება ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას, ორგანიზატორების განცხადებით, ის ამიერიდან ყოველდღიურად ჩატარდება, სანამ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები