ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1 პროცენტს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას, გაზრდილი საწოლფონდით, მკურნალობის გაუმჯობესებული ხარისხით, მასშტაბური ტესტირებითა და სრულად მობილიზებული მედ-პერსონალით ებრძვის.

მისივე თქმით, ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. 20 დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული 209 000-მდე შემთხვევიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები