ზაზა წერეთელი: კორონავირუსის ახალი შტამის არა სიმძიმე, არამედ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

“ვირუსის მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ხდება ყოველთვის”, –  ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა “დღის კურიერის” ეთერში კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მარტივად აღწევს.

“ვირუსის მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ხდება ყოველთვის. სანამ ინგლისში ეს შტამი აღმოჩნდებოდა, კორონავირუსმა დაახლოებით 1000-მდე მუტაცია განიცადა. ერთი თვის წინ ცხოველებში დაფიქსირდა დანიაში, შემდეგ – ესპანეთში და ისიც მალე გაქრა. ერთადერთი განსხვავება ინგლისში აღმოჩენილ ვირუსთან დაკავშირებით ის არის, რომ რნმ-მ დიდი მონაკვეთი შეიცვალა და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მარტივად აღწევს ადამიანის ორგანიზმში.

გაერთიანებულმა სამეფომ ეს ყველაფერი სამი დღის წინ აღმოაჩინა, რასაც დააკვირდნენ, ჯერჯერობით, მძიმე შემთხვევები არ არის. მხოლოდ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და არა – მისი სიმძიმე. გარდა ამისა, ოთხ ქვეყანაში აღმოაჩინეს კიდევ ეს ვირუსი, ახალი შტამია და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ეძებენ. მაგრამ, ჯერჯერობით, ამ სამი დღის მანძილზე არ იკვეთება სიტუაციის დამძიმება”, – აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები