ახალი ტიპის კორონავირუსის მუტაციის გამო, ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა

ბრიტანეთში გამოვლენილი, ახალი ტიპის კორონავირუსის მუტაციის გამო, 20-ზე მეტმა სახელმწიფომ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

კერძოდ, მიმოსვლას აჩერებს: საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, იტალია, ავსტრია, გერმანია, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ფინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ბულგარეთი და შვეიცარია.

ესპანეთში განაცხადეს, რომ ბრიტანეთიდან ქვეყნაში ჩასულ მგზავრების კონტროლს ამკაცრებს, თუმცა, მიმოსვლას არ აჩერებს

საბერძნეთი კი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულებისთვის შვიდდღიან კარანტინს აწესებს.

ევროპის ქვეყნებს კიდევ დაემატა: კანადა, არგენტინა, კოლუმბია, მაროკო, ისრაელი და თურქეთი.

კვიპროსმა ორკვირიანი კარანტინი დააწესა, სალვადორმა კი ქვეყანაში იმ პირების შესვლა აკრძალა, რომლებიც ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სტუმრობდნენ, საუდის არაბეთმა კი საზღვრები ჩაკეტა.

19 დეკემბერს ბრიტანეთის საკონსულტაციო საბჭომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვერსია ძალიან სწრაფად ვითარდება და მოსახლეობისგან უფრო მეტ სიფრთხილეს ითხოვს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა კი თქვა, რომ ვითარება ხელისუფლების კონტროლს გასცდა. მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები