ჰანს კლუგე: ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემები რამდენიმე კვირაში სრულად გადაიტვირთა, რაც საქართველოში არ მომხდარა – მართლაც რომ ბრავო! კარგად მუშაობთ

“ევროკავშირის ზოგიერთ ძველ წევრ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემები რამდენიმე კვირაში სრულად გადაიტვირთა, ეს აქ არ მომხდარა. მართლაც, რომ ბრავო! კარგად მუშაობთ”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართელოში ყოველღიურად 20 000 ტესტი კეთდება, რაც ფენომენალურია.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სისტემები სრულად არ გადატვირთულა, რაც ძალიან დადებითი ნიშანია. ევროკავშირის ზოგიერთ ძველ წევრ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემები რამდენიმე კვირაში სრულად გადაიტვირთა, ეს აქ არ მომხდარა. მართლაც, რომ ბრავო! კარგად მუშაობთ. სამი კვირაა, აქ ყველაფერი კარგად მიდის და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შემდგომშიც ძალიან სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, დღეში რამდენიმე ასეული ტესტი კეთდებოდა. დღეს 20 000 ტესტი კეთდება, რაც ფენომენალურია, თუმცა მხოლოდ ტესტირება არ არის საკმარისი, საჭიროა კონტაქტების მიკვლევა, იზოლირება და მზრუნველობა. ამგვარად, კიდევ უფრო გააძლიერეთ ეს კომპონენტი“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები