პერუში სანტა კლაუსისა და ელფის ფორმაში გადაცმულმა პოლიციელებმა ნარკომოვაჭრეები დააკავეს

პერუში სანტა კლაუსისა და საშობაო ელფის ფორმაში გადაცმულმა პოლიციელებმა ნარკომოვაჭრეები დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ქალაქ ლიმას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორთა დაჯგუფების ხელმძღვანელის, მეტსახელად “ლოს ფლაკისის” დაკავების მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარეს.

პოლიციის განმარტებით აღნიშნული დამნაშავის სახლში ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ნაპოვნი, ხოლო იმავე რაიონში სანტას დამხმარე ელფებმა დაჯგუფების კიდევ ოთხი წევრი დააკავეს.

მათივე თქმით, ისინი ხშირად ხმარობენ შენიღბვას, ეს მოულოდნელობის ეფექტს ქმნის, რაც მსგავსს ვითარებაში მისაღებია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები