არჩილ გორდულაძე: ვნახეთ კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან ორგანიზატორობაში და გარედან მითითებული დავალებების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა რევოლუციის უკვე მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში

“მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო არაერთმა ადამიანმა, მათ შორის ვნახეთ კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან ორგანიზატორობაში და გარედან მითითებული დავალებების მიუხედავად, მაშინ როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა კოორდინირებულად იმუშავეს, შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა რევოლუციის უკვე მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზებული მუშაობა გაგრძელდება უფრო უკეთესად, როდესაც კიდევ უფრო მაღალ დოზე იქნება აყვანილი სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაცია.

„ორგანიზებული მუშაობა გაგრძელდება უფრო უკეთესად, როდესაც კიდევ უფრო მაღალ დოზე იქნება აყვანილი სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაცია, რასაც უხელმძღვანელებს და წარმართავს ბატონი მამუკა მდინარაძე. სამართლებრივი საკითხები განსახილველია სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში, სასამართლო დარბაზში“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხი პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები