დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ყველა ის უუნარო მცდელობა გაიმართლონ თავი, ყველაფერი ღობეს დააბრალონ და საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს იქ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ფიასკოსთვის არის განწირული
“ყველა ის უუნარო მცდელობა გაიმართლონ თავი, ყველაფერი ღობეს დააბრალონ და საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს იქ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ფიასკოსთვის არის განწირული,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებული და ვერშემდგარი გადატრიალების შემდგომ, რაც 4 ოქტომბერს საზოგადოებამ იხილა, დღეს არის მოცემულობა, როდესაც ყველა იმ პირმა, ვინც იძალადა საკუთარ სამშობლოზე, ვინც მოინდომა ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლა და ამ გზით ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდ უბედურებაში გახვევა, რასაც ჩვენს სახელმწიფოში ომის ქარცეცხლი ჰქვია, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამიტომ, ყველა ის უუნარო მცდელობა გაიმართლონ თავი, ყველაფერი ღობეს დააბრალონ და საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს იქ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ფიასკოსთვის არის განწირული“, – აცხადებს მათიკაშვილი.