აპრილის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72 ფაქტია გამოვლენილი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72 ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 76 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის: იმერეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4, ქვემო ქართლში – 20, კახეთში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 2, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 და შიდა ქართლში – 4 შემთხვევა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, იანვარ-აპრილის პერიოდში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 263 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები