მამუკა მდინარაძე: ჯერ სარალიძის საქმის შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის ხელისუფლებისთვის დაბრალება, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში, ბოლოს სიმართლე ირკვევა
მთელი 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ („ნაციონალური მოძრაობა”) თუ ვიყავით მკვლელები, ბიზნესის ჩამომმრთმევები, თქვენც ისეთივე ხართო, ეს უნდოდათ დაებრალებინათ „ქართული ოცნებისთვის” და ყველა სიუჟეტი იყო ამ საერთო, ბინძური ქუდის ქვეშ მოქცეული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში” თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„მათ სარალიძის საქმის, რომელიც საზარელი ფაქტი იყო, შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის დაბრალება უნდოდათ ხელისუფლებისთვის და ეს არ გამოვიდოდა. ბოლოს სიმართლე ხომ ირკვევა, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში.
„ნაციონალური მოძრაობა” ბინძური გზებით ცდილობს, რომ არა თუ თქვან, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, ისინი მთელი 8 წელია იმეორებენ რომ ესენიც („ქართული ოცნება”) ჩვენნაირები არიან და უნდათ, ეს მაინც დააჯერონ საზოგადებას. მაგრამ ეს არ გამოსდით. არ შეიძლება რომ „ქართული ოცნება” შეადარო „ნაციონალურ მოძრაობას”. ვერც იმას დაიჯერებს საზოგადოება, რომ მათი მიმსგავსებული აზრი მოდის ვიღაცას თავში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.