ბრიტანეთში ერთ კვირაში Pfizer-ის ვაქცინა თითქმის 140 ათას ადამიანს გაუკეთეს

ბრიტანეთში კორონავირუსისგან ვაქცინაციის  დაწყებიდან ერთ კვირაში 137 897 ადამიანის აცრა მოხერხდა.

ამის შესახებ ქვეყანაში ვაქცინაციის დანერგვაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა, ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა.

“პროგრამის კარგი დაწყებაა. 7 დღე გავიდა და ინგლისში 108 ათასი, უელსში 7 897, ჩრდილოეთ ირლანდიაში 4 ათასი, შოტლანდიაში 18 ათასი ადამიანის აცრა მოხერხდა”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ბრიტანეთმა, დასავლეთის ქვეყნებიდან პირველმა, 8 დეკემბერს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.

მოსალოდნელია, რომ ევროპის წამლების სააგენტო Pfizer / BioNTech-ის ვაქცინას შობამდე, კერძოდ, 21 დეკემბერს დაამტკიცებს. გუშინ სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით სხდომა 21 დეკემბერს ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ დღეს ვერ მოხერხდა ნებართვის გაცემა, რეგულატორი კვლავ 29 დეკემბერს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები