ივანე მაჭავარიანი: აუცილებელია, 2022 წლიდან მოხდეს ვალის რადიკალური შემცირება და ის დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად პანდემიის დასრულების მოლოდინისა 2021 წელს, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებ სავარაუდოა.

„აღნიშნულიდან გამოდინარე, მომდევნო წლებში ჩვენი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს შემდეგი ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ: მთავრობის ვალის მაჩვენებელი, რომელმაც მიაღწია მშპ-ს 60%-იან ნიშნულს, უნდა შემცირდეს, ვალის შემცირების გზა ყოველწლიური დეფიციტის შემცირებაა. აუცილებელია, 2022 წლიდან მოხდეს ვალის რადიკალური შემცირება და ის დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს; ეკონომიკური განვითარებისთვის და ინფრასტრუქტურული მიზნების მისაღწევად, მიზანშეწონილია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე, საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია, გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი, უნდა მოხდეს ფისკალური რისკების მინიმიზაცია, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებებიდან მომდინარე ვალდებულებებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილება, ასევე, აუცილებელია, განხორციელდეს საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები