კიმ ჩენ ინი მოსახლეობას რუსული ვაქცინით აცრის – ფხენიანმა “სპუტნიკ V” შეიძინა

ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა – “სპუტნიკ V” შეიძინა, ასევე, ჩინური დიაგნოსტიკური აღჭურვილობა, მათ შორის, თერმოგრაფები.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გაზეთი – Asahi წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, არ ზუსტდება კონტაქტის თანხის მოცულობა და ვაქცინის ოდენობა.

მედიასაშუალების მონაცემით, ვაქცინის შეყვანა დაუწყეს შრომითი პარტიის წევრებს, თუმცა, კიმ ჩენ ინის სავარაუდო ვაქცინირების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მონაცემით, მათ ტერიტორიაზე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. იანვარის ბოლოდან დაავადების გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო ზომები იქნა მიღებული, მათ შორის იყო სკოლების დახურვა, საერთოეროვნული კარანტინის გამოცხადება და საზღვრების ჩაკეტვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები