ირაკლი კობახიძე: ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმის უკან გაკოტრებული პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია დგას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა არ არის ერთი პრობლემური მედიამფლობელის, მისი ფანტაზიის ნაყოფი.
ამის შესახებ კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა” განაცხადა.
“ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა არ არის ერთი პრობლემური მედიამფლობელის, მისი ფანტაზიის ნაყოფი. ამის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ეს ადამიანიც, ნიკა გვარამია, ვინც პირველი გამხმოვანებელია ამ მესიჯების, არის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ მთავარი, ვინც ამ ორგანიზებული, ორკესტრირებული თავდასხმების უკან დგას გაკოტრებული პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია.
ესაა გიგა ბოკერიას იდეები და სწორედ ამის ხორცშესხმა ხდება, პირველ ყოვლისა, ნიკა გვარამიას მიერ და „ნაცმოძრაობის” მთელი აქტივის მხრიდან. მას თავისი მიზნები, განზრახვები აქვს. ისაა გაკოტრებული, წასაგები და დასაკარგი აღარაფერი აქვს, იმდენად წაგებული და დაკარგულია ამ არჩევნების საფუძველზე. ისაა სრულ ისტერიკაში და სწორედ ამ ისტერიკის გამოხატულებაა ეს თავდასხმებიც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.