ირაკლი ქადაგიშვილი: მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც იწყება საუბარი, კამათი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება
მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც იწყება საუბარი, კამათი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.
„ბოლო ინფორმაციებმა, რომელიც არჩევნების ბედთან დაკავშირებით გახმოვანდა, ყველას კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს, რომ ბოიკოტი ბოიკოტისთვის კონტრპროდუქტიულია. პირიქით, იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა თემებია მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრებისთვის დაიხვეწოს, მათ შორის, საარჩევნო სისტემა, სასამართლო ხელისუფლება და ა.შ. მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც იწყება საუბარი, კამათი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.