ლადო კახაძე: ადამიანი როცა მუშაობს, იღლება და კარგია

“კუნთის თვისებაა, დაიღალოს და ამუშავდეს. ადამიანი როცა მუშაობს, იღლება და კარგია”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში ოთხჯერ აღნიშნა, რომ დაიღალა.
კახაძის თქმით, “არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის წინააღმდეგობრივმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეულად კუნთის გადაძაბვა”.
„კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს, ეს არის მისი თვისება, რესურსი გამოიყენოს. პრეზიდენტის განცხადება, ალბათ, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წელიწადია, იბრძვის, იღწვის დემოკრატიის გზაზე, მიდის ევროკავშირის გზაზე. გარკვეულწილად, ზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის მხრიდან, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს, გარკვეულად, კუნთის გადაძაბვა”, – განაცხადა კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები