მიხეილ სააკაშვილი: დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა, ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება

“დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. დიდი გამარჯვებაა, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის. არავის ეჯერა, რომ, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია, მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომლის მიხედვითაც არჩევნები მოპარულია.
ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან, პრაქტიკულად, არავინ ბშევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქედან, საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები