ნათელაშვილი კუბილიუსს პასუხობს – „ჭკუის სასწავლებელი არავისგან არაფერი არ გვჭირს”
ევროპარლამენტარების მოწოდებებს, რომ თუ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის საბოლოოდ შეთანხება ვერ მოხდა, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დიალოგში ჩართულ მხარეებს, ოპოზიცის რიგებში გამოხმაურებები მოჰყვა.
ლიეტვუელ ევროპარლამენტარს, ანდრიუს კუბილიუსს „ლეიბორისტების“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, კუბილიუსის ქვეყანაში რომ ხდებოდეს, იგი ბარიკადებზე იქნებოდა.
„იმ ბოროტმოქმედებათა ნახევარი მაინც, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, კონკრეტულად არჩევნების პროცესშიც, რომ ხდებოდეს კუბილიუსის ქვეყანაში, ეს ბატონი ბარიკადებზე იქნებოდა და ამწეკრანით ვერ ჩამოვხსნიდით იქედან. ჩვენ ჭკუის სასწავლებელი არავისგან არაფერი არ გვჭირს, თანადგომა და დახმარება გვჭირდება..
მაშინ სიმართლეს ამბობდა, როცა ამხელდა პუტინის რუს ოლიგარქს, ბოროტმოქმედს, გამყალბებელს, დამჭერს, დიქტატორს. ახლა ეს რიტორიკის შეცვლა ჩემთვის უცნაურია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.