„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს

საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

ტექსტი ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ წაიკითხა:

“მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისადამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს. ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების საქართველო ძლევამოსილების დაცვის სამსახურში”.

აღნიშნული ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრები წარმოთქვეს – “ვფიცავ”. ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები