ზვიად შალამბერიძე ებრაელ თანამოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე საქართველოში და, მათ შორის, იმერეთში მცხოვრებ ებრაელ თანამოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
“გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს ყველას, განსაკუთრებით, იმერეთში მცხოვრებ ებრაელებს. იმერეთი, განსაკუთრებით კი ქუთაისი, სადაც ადრე მოსახლეობის 40% ებრაელი იყო, მუდამ გამოირჩეოდა ებრაელ ხალხთან ურთიერთობის ძალიან მაღალი ხარისხით და ჩვენი ისტორიული კავშირი და ურთიერთპატივისცემა კიდევ ბევრ საუკუნეს გაუძლებს.
კორონავირუსის გამო, წელს ვერ დავესწარი ამ დღის აღნიშვნას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ განსაცდელს და, ტრადიციულად, ყოველწლიურად კვლავაც ერთად აღვნიშნავთ სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ”, – წერს ზვიად შალამბერიძე “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.