ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუინსლენდის გუბერნატორს შეხვდა

ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ 8-10 დეკემბერს ქუინსლენდის შტატში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა შტატის გუბერნატორ პოლ დე ჯერსისთან, შტატის პარლამენტის ვიცესპიკერ ჯოსეფ კელისთან, ქალაქ ბრისბენის საკრებულოს თავმჯდომარე ენდრიუ ვაინსთან, ასევე, შტატის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუინსლენდის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა ავსტრალიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

ავსტრალიურმა მხარემ აღნიშნა საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები