ნიკა მელია: გრიგოლ ვაშაძე თავს გრძნობდა შეუძლოდ, სხვა შემთხვევაში აქ იქნებოდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის თავმჯდომარე – გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადების ხელმოწერას ვერ დაესწრო, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.
„როგორც ჩანს, თავს გრძნობდა შეუძლოდ. მე ვიცი კობა ნაყოფიასგან, არ ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდაგვარი, რომ მას შეეძლო დღეს მოსვლა, თორემ, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე აქ იქნებოდა.
არ იყო რამდენიმე ადამიანი, არც ნიკა იყო მაჭუტაძე, რომელიც არის ჭირისუფალი, ოჯახის წევრი გარდაეცვალა. არიან ადამიანები, ვინც დასავლეთში არიან და ვერ შეძლეს ჩამოსვლა. ყველას უკლებლივ განცხადება აქვს დაწერილი და ეს არის ყველაზე მთავარი. ფიზიკურად ვიღაცამ შეძლო დღეს მოსვლა, ვიღაცამ ვერ შეძლო. პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.