გიორგი კახიანი: X მოწვევის პარლამენტისთვის შემიძლია, 3 პრიორიტეტი დავასახელო

“დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სასტარტო პოზიციას დავუბრუნდებით და შემდგომ კიდევ უფრო განვვითარდებით ეკონომიკის მხრივ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„X მოწვევის პარლამენტისთვის შემიძლია, 3 პრიორიტეტი დავასახელო: პანდემიდან გამომდინარე, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მიმართულება, რადგან ამ კუთხით გამოწვევის წინაშე ვართ და ყველა პრობლემა უნდა დავძლიოთ; მეორე – სოციალური მდგომარეობა, ვინაიდან პანდემიამ მოსახლეობის ნაწილი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და, შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ნახონ და მესამე – ეს არის ეკონომიკა, რომელიც ასევე პანდემიისგან არის დაზარალებული და ჩვენ მომავალი წლის ბოლომდე უნდა დავუბრუნდეთ იმ პოზიციას, რომელიც გქონდა პანდემიამდე.
დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე სასტარტო პოზიციას დავუბრუნდებით და შემდგომ კიდევ უფრო განვითარდებით ეკონომიკის მხრივ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები