ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანი, მომხდარიყო პიკური პერიოდის გადავადება და ხელი შეგვეშალა იმ გეომეტრიული პროგრესიისთვის, რომლითაც ვრცელდებოდა ვირუსი, დღეის მდგომარეობით მიღწეულია

“ჩვენი მიზანი, რომ მომხდარიყო პიკური პერიოდის გადავადება და ხელი შეგვეშალა იმ გეომეტრიული პროგრესიისთვის, რომლითაც ვრცელდებოდა ვირუსი, დღეის მდგომარეობით მიღწეულია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.92 -დან 1.16-მდე არის შემცირებული.

„ჯერ გავიდა ერთი კვირა, აქედან გამომდინარე საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პროგნოზი, ადრეა. ჩვენ ყოველთვის ვაანონსებთ, რომ სულ მცირე 2 – კვირიანი პერიოდი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გავაკეთოთ გარკვეული ანალიზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი კვირის დასაწყისში შეგვეძლება, რომ გარკვეულ პროგნოზებზე ვისაუბროთ. რაც შეეხება რეგულაციების შემსუბუქებას, თქვენ იცით, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში რეგულაციების შემსუბუქება პირდაპირ პროპორციულია ინფიცირების მატებასთან. ჩვენი მიზანი რაც იყო თავიდან, რომ მომხდარიყო პიკური პერიოდის გადავადება და ხელი შეგვეშალა იმ გეომეტრიული პროგრესისთვის, რომლითაც ვრცელდებოდა საქართველოში ვირუსი და დაგვეწყო ვირუსის მართვა, დღეის მდგომარეობით მიღწეულია. ჩვენ შეგვიძლია ამის დასტურად მოვიყვანოთ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის მაჩვენებელი, რომელიც იყო 1.92 და დღეს ჩვენ გვაქვს 1.16. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, თუმცა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დადებით გამოსავალზე ვისაუბროთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები