,,ევექსი კლინიკების” ლაბორატორიული მომსახურება უკვე სახლში გამოძახებით არის შესაძლებელი
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ,,ევექსი კლინიკებმა” შექმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ლაბორატორიულ გამოკვლევებს სახლში გამოძახებით ატარებენ.
,,მოთხოვნიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია ჩამოთვლილი სერვისების მიწოდება, ამიტომ, აღნიშნული გამოკვლევებიდან აუცილებელია, ჩაიტაროთ ერთ-ერთი:
სპეციალური ლაბორატორიული პაკეტი Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის (სისხლის საერთო ანალიზი, c რეაქტიული ცილა, დედიმერის განსაზღვრა სისხლში) – 120 ლარი
Covid19-ის PCR ტესტი – 170 ლარი
ანტიგენის სწრაფი ტესტი – 85 ლარი
ოჯახის წევრებისათვის ზემოთაღნიშნულ სერვისებზე დამატებით 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ზემოთჩამოთვლილი სერვისების გარდა, სახლში დამატებით ნებისმიერი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებაა შესაძლებელი.
სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, აუცილებელია, წინასწარ ჩაეწეროთ – 0322 55 05 05″, – ნათქვამია ,,ევექსი კლინიკების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.