ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ირმა სირაძე კლინიკა “ბაუში” რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
როგორც ,,რეგიონულ კვირას” კლინიკა “ბაუში” განუცხადეს, ქალს არ აღენიშნებოდა თანმხლები დაავადება. ის ფილტვების დაზიანებით შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. კორონავირუსის სწრაფად პროგრესირების გამო, ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა.