სებ-მა წელს ლარის მხარდასაჭერად 843.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს, დაახლოებით, 843.2 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

“თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, სებმ-მა 3 დეკემბერს რიგით 25-ე ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე 19 822 დოლარი გაყიდა.
„სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი, ძირითადად, შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებითა და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე – ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში). თითქმის, ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც, ჯამურად, ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს”, – აღნიშნულია „ თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები