“რა გინდა, რას გადამეკიდე, რა შეგცოდე, ღმერთო”, – ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტს.
მისივე თქმით, ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შეცვლილა და იგივეა.
,,ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს 1-ელი ნოემბრიდან”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.