ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღე და ლადო გუდიაშვილის „მერანი“

 4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა (1817-1845).

ამ თარიღთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმი ლადო გუდიაშვილის მიერ ბარათაშვილის ლექსის „მერანის“ შთაგონებით შექმნილ ნამუშევარს აქვეყნებს.

„ლადო გუდიაშვილის „მერანი“ თბილისური მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. მითოლოგიური რაში და მასზე ამხედრებული ჩოხოსანი მხედარი ღრუბლებითა და ფანტასტიკური ფრინველებით სავსე ცის ფონზე მიჰქრიან, სურათის ქვედა ნაწილში კი მთიანი პეიზაჟი, ქართლის ციხე-სიმაგრე და კოშკია გამოსახული“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფოტოზე:  „მერანი”. 154 x 107 სმ. ტილო, ზეთი. 1918. ლადო გუდიაშვილი (1896-1980). საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები