1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს საინტერესო და სახალისო აქტივობები ელოდებათ.

“პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ:

სახის მოხატვაში;

სურვილების დაფის გაფორმებაში;

ფერადი ცარცებით ხატვაში;

სხვადასხვა შემოქმედებით და გასართობ თამაშში.

ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები.

გელოდებით 1- ივნისს, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში, ერთად შევუქმნათ ბავშვებს დაუვიწყარი და მხიარული დღე!”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები