პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, 30 მაისის 13:00 საათიდან 1-ელი ივნისის 10:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება მ. ლაღიძის ქუჩაზე.
ასევე, 31 მაისს, 20:00 საათიდან 23:00-საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის.