ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის 15 წარმატებულ კურსდამთავრებულს ქალაქ თბილისის საკრებულოში სერტიფიკატები გადაეცათ
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის 15 წარმატებულ კურსდამთავრებულს ქალაქ თბილისის საკრებულოში სერტიფიკატები გადაეცათ. ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ჟვანიას სკოლისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის „მეგობრობის სახლისა” და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები.
ჟვანიას სკოლასთან თანამშრომლობით, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას თბილისის „მეგობრობის სახლი” უკვე მერვე წელია ახორციელებს,”- წერია ინფორმაციაში.