ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში, სულხან საბა-ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, სოფელ ტანძიაში, სულხან საბა-ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში  ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიების მიზანია ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობა, მათი სოციალური და კულტურული ჩართულობის გაზრდა, ასევე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების პრაქტიკული განხორციელება.

“ღონისძიება ოფიციალური გახსნით დაიწყო, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საბჭოს თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილმა, რომლებმაც ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს. შესრულდა მუსიკალური ნომრები, სიმბოლურად გაეშვა ბუშტები და ფერადი კვამლი, პატარებს დაურიგდათ ტკბილეული და მოეწყო სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

დღის ფარგლებში, ასევე გაიმართა ბოლნისის თოჯინების თეატრის წარმოდგენა, რომელმაც ბავშვებში განსაკუთრებული მოწონება და ემოცია გამოიწვია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ბავშვთა მხარდაჭერის, კეთილდღეობისა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები