დღეს ოპერის თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ – დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნება
30 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ – დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონცერტო პროგრამა აერთიანებს კომპოზიტორის შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს – კინომუსიკას, საოპერო და საბალეტო შედევრებს.
საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება.