სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული წალკის მუნიციპალიტეტში ვიზიტით დასრულდა. სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პრესსამსახური ავრცელებს.
აქტივობის ფარგლებში ბენეფიციარებმა იმსჯელეს საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების მნიშვნელობასა და მის ისტორიულ კონტექსტზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო იმ ისტორიულ პროცესებსა და შედეგებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.