პოლიტოლოგთა ასოციაცია: ოპოზიცია იაზრებს, რომ პოლიტ კრიზისი ნატოში გაწევრიანების საკითხს ხელს უშლის და კვლავ უტიფრად აგრძელებს სახელმწიფოს უმთავრესი ინტერესების უგულებელყოფას

ოპოზიცია იაზრებს, რომ პოლიტ კრიზისი ნატოში გაწევრიანების საკითხს ხელს უშლის და კვლავ უტიფრად აგრძელებს სახელმწიფოს უმთავრესი ინტერესების უგულებელყოფას, – ამის შესახებ პოლიტოლოგთა ასოციაციაში აცხადებენ

მათივე აზრით, ოპოზიცია რაციონალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა მომდინარეობდეს, ვერ იღებს.

„ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა ოპოზიციის მხრიდან რუსეთის ინტერესებზე წყლის დასხმისა. ვინაიდან პროცესი და მათი განცხადებები ამას ცხადყოფს… აგრეთვე, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, ოპოზიცია დაბოღმილი გაბუტული ბავშვივით იქცევა, რომელსაც ბოღმამ გონება დაუკარგა და რაციონალურ სწორ გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა მომდინარეობდეს, ვერ და არ იღებს. საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ახლახანს ჩატარებულმა ნატოს მინისტერიალმა, რომლის ფარგლებშიც ნატომ გააღრმავა საქართველოსთან თანამშრომლობა, მისი აქტიური და ძლიერი წევრები ღიად საუბრობენ სამომავლოდ საქართველოს ნატოში აუცილებელ გაწევრიანებაზე, ამ ფონზე ოპოზიცია იაზრებს, რომ პოლიტ კრიზისი გაწევრიანების საკითხს ხელს უშლის და კვლავ უტიფრად აგრძელებს სახელმწიფოს უმთავრესი ინტერესების უგულებელყოფას, ვიწრო პარტიული ინტერესის სანაცვლოდ. საქმე გვაქვს მინიმუმ უგუნურებასთან და მაქსიმუმ სახელმწიფოს, სტრატეგიული ინტერესების გააზრებულ ღალატთან”, – აცხადებენ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები