ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში რამდენიმე ცვლილება დავამტკიცეთ

“დღეს ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას, რაც მოიცავს სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას. განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში ასევე ჩაერთვებიან ივენთ კომპანიები და კინოთეატრები და სახელმწიფო მათ მაქსიმალურად დაეხმარება.

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას, რაც მოიცავს სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას. განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია პანდემიიდან გამომდინარე არის მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა, რომ შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს უახლოეს 6 თვეში პრაქტიკულად ვერ იგრძნობენ. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო მოთხოვნა, რასაც რესტორნების ასოციაცია ჩვენთან ძალიან აქტიურად აყენებდა და საბოლოო ჯამში ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, ასევე შეგახსენებთ, რომ მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს, ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები, რადგან ამ დარგისთვის კეთდება ქონების გადასახადის 4 თვის პრაქტიკულად ჩამოწერა და მთლიანად 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება და შემდეგ უკვე შეღავათები 1,500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები