“რასაკვირველია, რუსეთი გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას” – რუსეთის დუმაში სტოლტენბერგს უპასუხეს

რუსეთის დუმის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე შერინის თქმით, ნატო-ს ბრალდებები რუსეთის მიმართ უკავშირდება იმას, რომ ალიანსმა უნდა დაასაბუთოს ის ხარჯი, რომელსაც თავდაცვაზე ხარჯავს.

ამის შესახებ შერინმა ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის მიხედვით, რუსეთი ანექსირებულ ყირიმში, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო პოტენციალს ზრდის.

“ისინი ირჩევენ, თუ ვინ დასახონ ნომერ პირველ მტრად. როგორც ჩანს, თვლიან, რომ რუსეთი ამ მხრივ ბევრად კომფორტული მოწინააღმდეგეა, რომლის დადანაშაულება დაუსჯელად არის შესაძლებელი”, – თქვა მან.

შერინის თქმით, საერთაშორისო არენაზე საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად რუსეთმა უნდა გააძლიეროს ეკონომიკა და ადამიანების კეთილდღეობა აამაღლოს.

“ამრიგად, იქნება მეტი შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის დაფინანსების ზრდისთვის, სხვა ქვეყნებზე გავლენების ამაღლებისთვის, ასევე, სხვა ქვეყნების მხრიდან რუსეთთან თანამშრომლობის დაინტერესების გაჩენის. რასაკვირველია, რუსეთი ძალის დემონსტრირებას გააგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ – ეკონომიკურ ჭრილში”, – განმარტა ალექსანდრე შერინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები