რუსუდან თევზაძე: კობა დავითაშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ გადაინაცვლებს, როგორც მორალური და ღირსეული პოლიტიკოსი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, კობა დავითაშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ გადაინაცვლებს, როგორც მორალური და ღირსეული პოლიტიკოსი.

,,ნათელი და სანთელი არ მოაკლდეს ბატონი კობას სულს. ძალიან მეტკინა!

მისმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ განმიახლა ბრაზი, რომელიც პრინციპში არსადაც არ წასულა, უბრალოდ, კვლავ ვიმეორებ, რომ უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო ,,ნაციონალებთან” კოჰაბიტაცია.
სექტა, დიახ, სექტა, ის ფენომენია, რომელიც, პირველ ყოვლისა, არავითარი დემოკრატიული და დიპლომატიური თამაშის ღირსი არ არის და, მეორე რიგში, ეს ყველაფერი მათთვის მიუწვდომელია. ვერასდროს შეაფასებენ და დააფასებენ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მათ სასარგებლოდ, რომელთა ხელდასმით დაიწყო ერთი უკეთილშობილესი, სამართლიანი, სამშობლოს მოყვარული ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დევნა, სიცოცხლის ხელყოფის მიზნით და, სამწუხაროდ, დასრულდა კიდეც დღეს.
კობა დავითაშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ გადაინაცვლებს, როგორც მორალური და ღირსეული პოლიტიკოსი”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები