ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

ერევნის ცენტრალურ ნაწილში, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ქუჩაზე ტროლეიბუსი გააჩერეს, ავიდნენ მის სახურავზე, პიროტექნიკები გაუშვეს და ქვეყნის დროშა აღმართეს.

შეკრებილები სკანდირებენ: “ნიკოლ, წადი”, “ნიკოლ მოღალატე”.

პოლიციამ დაკავებები დაიწყო, ამ დროისთვის აქციის 40-მდე მონაწილეა დაკავებული.

ასევე, აღინიშნება, რომ პოლიციამ ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, თუმცა, მოგვიანებით, პოლიციის უფროსის მოადგილე არტურ ხუდინიანმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეკრებილები მთავრობის სახლთან მიემართებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები