WP: ვაშინგტონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვაზე ფიქრობენ

კომპანია Metro, რომელიც ვაშინგტონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს კურირებს, ეკონომიის მიზნით, გამოდის წინადადებით, რომ უქმე დღეებში მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდეს, ასევე 19 მეტროსადგური დაიხუროს და ავტობუსების მარშრუტი ორჯერ შემცირდეს.

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

გაზეთის ინფორმაციით, შესაბამისი წინადადებები უკვე შევიდა კომპანიის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტის პროექტში მომდევნო საფინანსო წლისთვის.

Metro-ს ხელმძღვანელმა, პოლ უიდეფელდმა აღნიშნული ზომების მიზეზად დაასახელა ის ზარალი, რომელიც კომპანიამ პანდემიის გამო განიცადა.

მისი თქმით, შეთავაზებული შეზღუდვები კომპანიას მომდევნო საფინანსო წლისთვის 500 მილიონი დოლარის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები