„ეკოსერვის ჯგუფმა“ მწვანე ნარჩენებისგან ბიოლოგიური სასუქისა და კომპოსტის წარმოება დაიწყო

შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის შედეგად წარმოქმნილი მწვანე ნარჩენებისგან ბიოლოგიური სასუქისა და კომპოსტის წარმოება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე წარმოქმნილ ნარჩენებს ყრიდნენ, ახლა კი მისგან სასარგებლო ბიო სასუქი მზადდება, რომელიც, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან ეფექტურია. ის მცენარის იმუნიტეტს მავნებლების მიმართ აუმჯობესებს.
წარმოებული ბიოლოგიური სასუქით დედაქალაქის გამწვანებულ ტერიტორიებზე არსებულ ნიადაგს გაანოყიერებენ, რაც მცენარეებს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.
„ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს. მათ შორის, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია კომპოსტირება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი.
კომპოსტირების დროს ორგანულ მასაში მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი საკვები ელემენტები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) იმატებს. კომპოსტირებისათვის ის ორგანული ნარჩენები გამოიყენება, რომლებიც უხვადაა ჩვენს მეურნეობებში“, – აცხადებენ „ეკოსერვის ჯგუფში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები