“პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა და როდესაც ამას ვამბობ, მინდა იცოდეთ, რომ ყოველი სიტყვა ნამდვილია” – ავთანდილ თალაკვაძის მიმართვა ყოფილ თანამშრომლებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს.
ის ყოფილ თანამშრომლებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს მადლობას უხდის.
„ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით ჩემი გადაწყვეტილების შესახებ – დავტოვე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემს ყოფილ თანამშრომლებსა და კოლეგებს მივმართო.
ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა და როდესაც ამას ვამბობ, მინდა იცოდეთ, რომ ყოველი სიტყვა ნამდვილია. მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ერთად, თავდაუზოგავი შრომით, მეგობრობითა და თანამშრომლობით შევძელით. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის.
ჩემო სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებო, აუცილებლად უნდა გამოვყო თქვენი ღვაწლი კოვიდ19-ის მართვის პროცესში და მადლობა გადაგიხადოთ პროფესიული თავდადებისთვის. მჯერა, ჩვენს დაწყებულ საქმეს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატებითა და ჩვეული მონდომებით განაგრძობთ და მაქსიმალურად დაეხმარებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რთული პერიოდის გადალახვაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ვირუსზე გამარჯვების მისაღწევად. წარმატებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები