ამირან გამყრელიძე: კორონავირუსზე მკურნალობისას ექიმები, ძირითადად, მაინც დადგენილ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს ეყრდნობიან

“კორონავირუსზე მკურნალობისას ექიმები, ძირითადად, მაინც დადგენილ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს მიჰყვებიან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ყველა გაიდლაინი მტკიცებულებებს ეყრდნობა.

“ქვეყანაში არსებული ყველა გაიდლაინი მტკიცებულებებს ეყრდნობა. ეს არის საერთაშორისო გაიდლაინებისა და საერთაშორისო პროტოკოლების ადაპტირება ჩვენი ქვეყნის საჭიროებებთან. ყველა ქვეყანაშია ეროვნული პროტოკოლები, მაგრამ ისინი დიდად არ განსხვავდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით იმ საერთაშორისო გამოცდილებებს, რაც არსებობს, ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოორდინებას უწევს.

მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, ყველა ჩვენგანი ვართ ინდივიდუმი და შესაძლოა, ექიმმა თავისი გადაწყვეტილებისა და ექსპერტული მოსაზრების საფუძველზე ზოგიერთი კორექტივი შეიტანოს, მაგრამ, ძირითადად, ექიმები მაინც დადგენილ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს მიჰყვებიან”, – განაცხადა გამყრელიძე,

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები