რუსეთის საგარეო უწყება: აბაშიძე-კარასინს შორის საუბრისას ხაზი გაესვა პროვოკაციების შეჩერებისა და საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის აღკვეთის აუცილებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინს შორის საუბარი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

რუსული უწყების ცნობით, მხარებმა შეხვედრისას  რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გაჟღერებულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე”,  „ბორდერიზაციასა“ და „უკანონო დაკავებებთან” დაკავშირებით ისაუბრეს.

„რუსეთის, ისევე როგორც ჩვენი აფხაზი და ოსი პარტნიორების მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ე.წ. „ბორდერიზაციასა“ და „უკანონო“ დაკავებებს ეხება, ითქვა, რომ საქმე ეხება ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა პროვოკაციების შეჩერებისა და საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის აღკვეთის აუცილებლობას, ასევე საკითხების კონსტრუქციული გზით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განხილვის საჭიროებას,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები