1-ელი იანვირდან 200-ლარიანი დახმარების პროგრამა კვლავ დაიწყება

სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა პირველი იანვრიდან კვლავ დაიწყება, – ამის შესხებ პრემირმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, ყველამ, ვინც კრიზისის დროს სამსახური დაკარგა, 200 ლარს მიიღებს.

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე რიცხვი იქნება.

გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც ეს იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა. გარდა ამისა, დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. გარდა ამისა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები