სოფელ რუისპირში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გუშინ გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები